თემურ ჯანაშია - მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაფინანსებას

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას, - ამის შესახებ სდსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც შესაბამისი განცხადება ადვოკატთან ერთად გააკეთა.

ჯანაშია ფიქრობს, რომ ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტისთვის.

„ამ ტესტის გავლის მიხედვით, შეგვიძლია დავადგინოთ, ეს ადამიანები არიან თუ არა მოწოდებული საქართველოში დემოკრატიის და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებისთვის, თუ ისინი არიან ხელისუფლების ნაწილი და მათი დაკვეთების შემსრულებლები. წინა პრეზიდენტმა ეს ტესტი ვერ გაიარა“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ე.წ პიჯაკების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო „გრიფი” და დაცვის მხარეს გადმოგვცეს სასამართლოში წარსადგენად ის დოკუმენტები, რაც ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ იყო დანიშნული და როდესაც მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს “ქართული ოცნება” აკონტროლებდა მთელი ერთი წლის მანძილზე, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გაიწეოდა, რა ტიპის ხარჯების გაწევის გამოც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წარდგენილი. ეს დოკუმენტები ნიშნავს იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩადიოდა დანაშაულს ამ ნაწილში, მაშინ დანაშაულის ჩადენაში არ შეიძლება ბრალდება ჰქონდეთ წარდგენილი ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს. ამ დოკუმენტებზე "გრიფის” მოხსნა “პიჯაკების საქმეს” წერტილს დაუსვამს და ნათელი მოეფინება იმას, რომ ის ხარჯები, რაზეც პროკურატურა ამბობს, რომ არის გაფლანგვა, სინამდვილეში იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი სახელმწიფოებრივი დანახარჯი”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა