დაბა ხარაგაულში წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები ეწყობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორივე პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.

„აღნიშნული პროექტების ფარგლებში, როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების კუთხით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ახალი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე წყლის სათავე ნაგებობას.

გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კორპუსების შიდა გაყვანილობების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში მხოლოდ 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. დაბაში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა.

სამუშაოების შედეგად სრულად ხარაგაულის მოსახლოება, 4 000-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს