ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ხმაური იყო

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ხმაური იყო. ერთმანეთს კომპანია „მეტროსითის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

როგორც ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, აღნიშნულ ქუჩაზე 8 ექვსსართულიანი კორპუსის მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია „მეტროსითი“ ახორციელებს.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს ეკუთვნის.

„ამ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის ნებართვა 2011 წელს გაიცა, სადაც თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, ათი წლის შემდეგ კი გაურკვეველი ფორმის და დანიშნულების კორპუსების მშენებლობას ვხედავთ უკანონოდ. ეს ყველაფერი ისე მიმდინარეობს, რომ ბათუმელებმა არაფერი ვიცით“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.

გოგოლის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამართალდამცავები და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გამოიძახეს.

თავის მხრივ, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ უნებართვო მშენებლობის გამო ობიექტი შვიდჯერ დაჯარიმდა და საქმე სასამართლოშია გადაცემული.

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო ტერმინალის“ მიმართ გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება პირველ ივნისს, მშენებლობის დაწყებისთანავე დაიწყო, მითითების შეუსრულებლობის გამო კი დაჯარიმდა 6000 ლარით. კომპანიას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი). მას შემდეგ 6-ჯერ დაჯარიმდა მშენებლობის შეუჩერებლობის გამო 5000 ლარით. ვინაიდან დადგენილებები გასაჩივრებულია კომპანიის მიერ სასამართლოში, შესაბამისად აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა