ქობულეთის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან" ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათ მაჟორიტარ კანდიდატს გივი მგელაძეს სუს-ის თანამშრომლები კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ

ქობულეთის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათ მაჟორიტარ კანდიდატს გივი მგელაძეს სუს-ის თანამშრომლები კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.

როგორც ბონდო თედორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი მგელაძეს კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობენ და მისგან ორ დღეში პასუხს ელოდებიან. ბონდო თედორაძის თქმით, გივი მგელაძე კანდიდატურას არ მოხსნის და იგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი განცხადებით, ამ პროცესებში მმართველი გუნდის ხელი ურევია.

„გუშინ გვიან ღამით ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატთან ალამბარი, აჭყვისთავი, მუხაესტატეში, გივი მგელაძესთან სუს-ის სამი თანამშრომელი მივიდა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, კომფორტული და უზრუნველყოფილი ცხოვრების სანაცვლოდ. თან დაუმატეს, ეს არავისთვის არ ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი არ მოხსნის კანდიდატურას და ბოლომდე ვიბრძოლებთ, გამარჯვებისთვის",- აცხადებს ბონდო თედორაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა