ახალგაზრდობის სააგენტომ "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025" –ის სამოქმედო გეგმის #1 მიზანზე, ონლაინ საკონსულტაციო შეხევდრა გამართა

დღეს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის #1 მიზანთან დაკავშირებით ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ მუშაკებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგზარდობის სააგენტო“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსულტაციო შეხვედრების მიზანია, სამოქმედო გეგმის მონაწილეობრივად შემუშავება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და გათვალისწინებული იქნება სამოქმედო გეგმაში.

„სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს