ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება

ქალაქ ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ქალაქ ონში ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 664 624 ლარს შეადგენ, შპს ,,იერი'' ახორციელებს.

"მიხარია, რომ ჩვენი გუნდის პირობებში რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა, ბევრი მათგანი კი დასრულების ეტაპზეა. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო