გოჩა ენუქიძის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

დღეს მაჟორიტარი დეპუტატი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ზვიად (დავით) მხეიძესთან ერთად სოფელ სადმელის მოსახლეობას შეხვდა და პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

,,დემოკრტიულ გარემოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები ჩვენი ქვეყნის სახემწიფოებრივი განმტკიცების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია.

ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური პროგრამები გვაძლევს შესაძლებლობას თქვენთან ერთად, კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება მოვიპოვოთ, ჩვენი რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია