ახალგაზრდობის სააგენტოსა და ჭიათურის ახალგაზრდულ მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდობის სააგენტოსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლესაც ერთის მხრივ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვახტანგ ბააკაშვილმა, მეორეს მხრივ კი ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარაძემ მოაწერეს ხელი. მიზანი რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა და გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარალელურად, მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებისთვის პირველი სასწავლო სემესტრი დაიწყო. ხსენებული ცენტრი იმერეთის პროფესიულ საგანმანათლებლო ჰაბს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში.

„მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ აირჩიონ პროფესიული მომზადება გადამზადების მრავალფეროვანი კურსებიდან სასურველი პროგრამა, ჩაირიცხონ გადამზადების კურსზე და სრულიად უფასოდ მიიღონ ცოდნა ან აიმაღლონ კვალიფიკაცია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა