ხათუნა ლაგაზიძე - უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას - ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“

საქართველოს მორღვეული აქვს თავდაცვის ზღუდეები, საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების სისტემა, უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას - ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“,- ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისი თქმით, რიგითი მოქალაქეები არამხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან არიან დაუცველები, არამედ ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან.

„ქვეყანა ურთულესი გამოწვევებით სავსე რეგიონში ცხოვრობს ისე, რომ ელემენტარულად რისკები და საფრთხეები არ აქვს შეფასებული, რა საფრთხეების წინაშეც საქართველო, როგორც სახელმწიფო დგას. შესაბამისად, პრევენციის გზები არ აქვს დასახული. ეს იყო „ქართული ოცნების“ სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა და ამის გამოძახილია ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ეს მხოლოდ იმას კი არა ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს გვისმენენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მორღვეული აქვს თავდაცვის ზღუდეები, საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების სისტემა. ერთი უბედურება, რა თქმა უნდა, არის ის, რომ უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ამ ფსიქოლოგიური ტერორის და დარტყმის ობიექტი არის საქართველო სახელმწიფო, როდესაც ამას ბედავენ მისი უსაფრთხოების სამსახურები და როდესაც ამ რაოდენობის საიდუმლო მასალის გამოხეთქვა ხდება უსაფრთხოების სამსახურებიდან. სრულიად დაუცველები ვართ ჩვენ რიგითი მოქალაქეები არამხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, ამიტომაც ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაილების გავრცელება ამომრჩეველზე ეფექტს იქონიებს.

„შესაძლოა ამ ფაილებს ისეთი ეფექტი არ ჰქონდეს ამომრჩევლებზე, როგორიც 2012 წელს ციხის კადრებს ჰქონდა, მაგრამ ის, რომ თანაბრად დემორალიზებულია მაშინდელი ხელისუფლება და ახლანდელი ხელისუფლება ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ - ეს არის ცხადზე, ცხადი“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“