ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ბრუსელში გამართულ სამიტზე ,,Emerging Europe’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში ,,Future-proof Education Category’’ გამარჯვებულია. პროექტმა ,,Coding School for Women’’ ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა.

აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ციფრულ ეპოქაში, უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს ბენეფიციარებს.

კონკურსი 2018 წლიდან იმართება და ევროპის წამყვან ინსტიტუციებს შორის 21 ნომინაციაში ასახელებს გამარჯვებულს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა