„ნაცმოძრაობის" ქობულეთის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათი პარტიული სიის პირველი ნომრის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათი პარტიული სიის პირველი ნომრის, არჩილ ჯაფარიძის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩილ ჯაფარიძე პროკურატურაში გაურკვეველი მიზეზით დაიბარეს.

"ქობულეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომერი და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ ჯაფარიძე, პროკურორმა ზვიად იზორიამ თბილისში პროკურატურაში დაიბარა და განუმარტა, რომ არჩილ ჯაფარიძეს არასასურველ პირთან ჰქონდა კომუნიკაცია სამი თვის წინ. მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. არჩილ ჯაფარიძე ღირსეული კანდიდატია და მისი პოლიტიკური განეიტრალება სურთ, რაც არ გამოუვა "ქართულ ოცნებას". 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიზირებულ პროკურატურას პასუხი გაეცემა", - აცხადებს ბონდო თედორაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო