სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამჯერად აღდგენითი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

„ექსპლუატაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თეკლათში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 15 კილომეტრი კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. აღნიშნული ფართობით დაახლოებით 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დამშრობი ქსელის მოწესრიგება საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო