დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სემეკში აღნიშნავენ, დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

„სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ტრანსპოზიციის პროცესზე, კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიზნობრიობაზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრების გახსნის ეტაპებზე, ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოსალოდნელ სიახლეებსა და წყალმომარაგების სექტორის გამოწვევებზე.

სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ბაზრის მონიტორინგის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა. ენერგეტიკის შესახებ სექციას ხელმძღვანელობდა სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.

აწსუ-ს ორგანიზებით მეოთხე სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია ქ. ქუთაისში იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენცია ორდღიანია და 17 სექტემბერს დასრულდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სექცია მუშაობს, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება ეკონომიკური პოლიტიკასა და სოციალურ-დემოგრაფიულ პროცესებს, ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის ეკონომიკურ ასპექტებსა და რეგულირებას, სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ახალ საჯარო მმართველობას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მასობრივ-კომუნიკაციურ პროცესებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პარტნიორია სემეკი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს