გოჩა ენუქიძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა

საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ინტერნეტიზაციისა და გაზიფიცირების აქტიური პროცესი, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი პირობაა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ შარდომეთში სახელმწიფო გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერა. გოჩა ენუქიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც შპს ,,ამბროლაური გზა 10’’ ახორციელებს, ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო და 762 111 ლარი დაიხარჯა.

„საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ინტერნეტიზაციისა და გაზიფიცირების აქტიური პროცესი, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი პირობაა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინაციული მუშაობით, აღნიშნული პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება" - აცხადებს გოჩა ენუქიძე

აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს