გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს რეგიონში განაგრძობს

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს რეგიონში განაგრძობს.

პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენლები მოსახლეობას წყალტუბოს, ზესტაფონსა და ქუთაისში შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი გზავნილი დაპირისპირების დასრულებაა და რაც მთავარია იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქართველ ხალხს აწუხებს.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს წყალტუბოში, ზესტაფონსა და ქუთაისში. ჩვენი მთავარი გზავნილი, რომ დავასრულოთ დაპირისპირება ამ ქვეყანაში. „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" იდეა არის გაერთიანება და საქმეზე კონცენტრაცია, იმ პრობლემების მოგვარება, რაც ხალხს აწუხებს. ამაში გვაქვს სრული თანხვედრა ჩვენი მოქალაქეების, რაც მათ განწყობაშიც გამოიხატება შეხვედრების დროს. დარწმუნებული ვარ, ამ ორპოლუსიანობის მოჯადოებულ წრეს გავარღვევთ და „მესამე ძალა სტრატეგია-აღმაშენებლის” გუნდთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობას“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო