ნიკა მელია „ქართულ ოცნებაზე“ - უმაღლესი ალბათობით თავადვე არიან უკანონო მოსმენების მსხვერპლი, ახლა იხტიბარს არ იტეხენ და საუბრობენ, რომ ოპონენტები ახორციელებდნენ მიყურადებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები უდიდესი ალბათობით თავადვე არიან უკანონო მოსმენების მსხვერპლნი.

მისი თქმით, ისინი უბრალოდ ბრიფინგებს ატარებენ, მათ არავინ არაფერს ეკითხება და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ კომენტარები ღიმილისმომგვრელიც აღარ არის. სახე დაკარგული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც არანაირი ძალაუფლება არ აქვთ, უბრალოდ დგანან და ბრიფინგს ატარებენ „ქართული ოცნების“ შტაბში, ყველაფერი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყანაში არის სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი. როდესაც იციან, რომ მათ არავინ არაფერს არ ჰკითხავს და მეტიც უმაღლესი ალბათობით თავადვე არიან უკანონო მოსმენების მსხვერპლი, ახლა იხტიბარს არ იტეხენ და საუბრობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ახორციელებდნენ მიყურადებასო. ამის ვინმეს სჯერა? იცნობთ ასეთს, ერთ ადამიანს მაინც, ვინც იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სასულიერო პირებზე თვალთვალს ახორციელებდა?

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს დასმული მაქვს დიაგნოზი, რა არის „ქართული ოცნება“. ეს არი რეჟიმი, რომლისთვისაც არანაირი ადამიანური ღირებულება და ფასეულობა არაფერს არ ნიშნავს და მზად არიან საკუთარი გუნდის წევრებიც გასრისონ და ამის ნათელი მაგალითი არის ბატონი გახარია, თავიანთი გუშინდელი მეგობარი და რას კადრულობენ ერთმანეთის წინააღმდეგ. აგერ არის „ქართული ოცნება“ და ვხედავთ გუშინწინ ტაშს უკრავდნენ, დღეს კალაძე დარბის შარდის ქილებით. 2 ოქტომბრამდე სამწუხაროდ, არავინ არ ვართ დაზღვეული რომ არ გავხდებით კრიმინალების მსხვერპლი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს უნდა დამარცხდეს და ამისთვის, საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანად , ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე ეს რეჟიმი დავამარცხოთ. უნდა იყოს საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული. 2 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხის ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებში. უგანდიდან და ბელარუსიიდან დამკვირვებლებზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. წარმოიდგინეთ უგანდიდან ჩამოდიან დამკვირვებლები, ეს არის სახელმწიფო, სადაც 30 წელია არჩევნები არ ტარდება და წინა პრეზიდენტი ჰყავდათ კაციჭამია და წარმოიდგინეთ რომელიმე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივა რომელიმე საქართველოს მოქალაქე დახვდება, აი ამ ქვეყნიდან სადამკვირვებლო მისიით მოვლენილი წარმომადგენელი - ეს არის დაცინვა, აბუჩად აგდება“, - აღნიშნა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა