თენგიზ ცერცვაძე - საუკეთესო პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს - როცა საქართველოს ასჯერ ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს, რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზეა ლაპარაკი

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისივე თქმით, მართვის პროტოკოლის გადახედვა ხდება, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა, წინასწარ იყოს ასახული პროტოკოლში.

„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში.

ჩვენი ყველაზე უფრო მწვავე ოპონენტებიც კი, ყველაფერს გვიკრიტიკებდნენ, მაგრამ პროტოკოლი არ გაუკრიტიკებიათ. პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალისწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს.

227 მილიონი ადამიანი გახდა ავად და 4.6 მილიონი ადამიანი მოკვდა მსოფლიოში. აშშ-ში ყველაზე ძლიერ და მდიდარ ქვეყანაში. 42 მილიონი ავად ჰყავდათ და მოკვდა 685 ათასი. ამერიკაში სიკვდილიანობა იყო 1.61%, ჩვენთან 1.42%. როცა საქართველოს ასჯერ უფრო ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს და გაცილებით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში, რომელ პროტოკოლზე და რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს