ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ფარულ მოსმენებს აპროტესტებენ

ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, სუს-ი სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, პოლიციციელებს, რიგით მოქალაქეებსა და თვით ბიძინა ივანიშვილსაც უსმენს.

აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად ფონეიდოსკოპი მიიტანეს.

"ახლაც ვიღაცას უსმენენ, ვიღაც მეუღლეს ელაპარაკება, რომ სოსისი უნდა წამოვიღოო. სასაცილო და კომედიური ქვეყანაა, უსმენენ სახელმწიფო მოხელეებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილსაც. ეს უნდა დამთავრდეს. მინდა მივმართო მოქალაქეებს გულს მოუსმინეთ და ნუ შეგეშინდებათ სუს-ის, 3 ოქტომბრიდან სუს-ი როგორც მახინჯი წარმონაქმნი საქართველოში დაიშლება. ეს სიმბოლური აქტია და ამ საკითხს სერიოზულად ვეღარ შევხედავთ, ფარსად და ცირკად აქციეს ჩვენი ცხოვრება",- აცხადებს აქციის მონაწილე გენრი დოლიძე.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა