საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები Platino Industria Forum-ზე საქართველოს, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილს წარმოადგენენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ევროკავშირის „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში, ლათინო-ამერიკული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, Platino Industria Forum-ზე, მადრიდში გაემგზავრებიან. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ფორუმზე წარადგინონ საქართველო, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილი და საკუთარი კომპანია, როგორც პოტენციური კინოგადაღების სასურველი ადგილობრივი პარტნიორი (სასტუმრო, რეგიონი, და ა.შ.).

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზემოხსენებულ პროექტში მონაწილეობას ესპანურ ორგანიზაცია „ეგედასთან“ (EGEDA) თანამშრომლობით მიიღებს, პროექტი კი გათვლილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის და მისი მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავება.

როგორც ცნობილია, პროექტი 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყება. მის ფარგლებში განსაზღვრულია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური შეხვედრები ესპანურ და ქართულ მონაწილე კომპანიებს შორის. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ ბიზნეს-კავშირები, გამართონ B2B შეხვედრები და დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში, შეძლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მოღვაწე ესპანური კომპანიების საქართველოში ჩამოყვანას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიების საკომუნიკაციო ქსელის კიდევ უფრო გაზრდისა და გაფართოებისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ახალი საინვესტიციო პროექტების და წინადადებების მოზიდვის კუთხით. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს კონკრეტულ სფეროებში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს უკეთ გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და თავის მხრივ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. კიდევ ერთხელ მივესალმებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ეგედას“, ჩვენს ესპანელ პარტნიორს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და საინტერესო იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, პრიორიტეტი მიენიჭა კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ქალი დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი, ჰყავთ 35 წლის და უფრო ახალგაზრდა დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი, ოპერირებენ რეგიონში. პროექტში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ