„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ბათუმში, ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის მოკავშირე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა დამარცხდეს. მისი თქმით, აჭარის გუნდი არის სწორედ მაგალითი იმ სამოქალაქო შეგნების, პატრიოტიზმის, საღი აზრის და კომპეტენტურობის, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლია.
„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონის გუნდი ასე გამოიყურება: ხულო - თენგიზ ქედელიძე, კახა დეკანაძე, ირემაძე როინ, ცეცხლაძე გენადი; ხელვაჩაური - ლევან ლორთქიფანიძე, ედნარ ფუტკარაძე; ქობულეთი - გიორგი ცინარიძე მაჟორიტარობის კანდიდატი, თემურ ხალვაში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი; ქედა - იზო ბარამიძე; შუახევი - მირზა თურმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი.
























