„უფლებები საქართველომ“ ანგარიში და სახელმძღვანელო წესები გამოაქვეყნა

„უფლებები საქართველომ“ საქართველოში შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების შესახებ მომზადებული ანგარიშის შედეგები გაასაჯაროვა. ანგარიში, რომელსაც „უფლებები საქართველომ“ გამოაქვეყნა აღნიშნულია, რომ:

კვლავაც სერიოზული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები არსებობს შეკრების მონაწილეებისა და მედია აქტორების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების კუთხით;

სათანადოდ მოწესრიგებული არ არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისა და ქვეითთა სავალ ნაწილზე კარვებისა და სხვა კონსტრუქციების განლაგების საკითხი;

არ არსებობს შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიანი და მყისიერი მექანიზმი.მათივე ცნობით, ანგარიში ასევე აფასებს და მნიშვნელოვან გამოწვევებს ავლენს ლგბტქი თემის მიერ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით.

„ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გამოვლენილი გამოწვევები „უფლებები საქართველოს“ მიერ შეფასდა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ჭრილში და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის საკანონმდებლო წინადადებების სახით.

„უფლებები საქართველომ“ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „შეკრების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოება“, რომელიც მომზადდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან“ თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთავაზობს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს შეკრებების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო წესებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, პარლამენტის, სახელმწიფო სტრუქტურების, მედიის, საერთაშორისო , არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.ანგარიშისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ანგარიში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა