გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იტალიაში, საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილება

იტალიაში, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნათს ჯი“, „კავკასუს ორგანიქ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაქთორი“ და „ჯეო ორგანიქი“ ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია.

„გამოფენის ფარგლებში, ქართულ სტენდთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, „მაკფრუტ 2021“-ის პრეზიდენტმა, რენცო პირაჩინიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იტალიაში ექსპორტის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას, ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას საკითხებზე გამახვილდა.

საერთაშორისო აგროგამოფენის „მაკფრუტ 2021“ ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებთან გამართეს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო აგროგამოფენებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა უზრუნველყონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს