გორის მერიამ დასუფთავების აქცია გამართა

საერთაშორისო კამპანიის დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გორში დასუფთავების აქცია გაიმართა. ამის შესახეებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საჯარო მოხელეებიის ჩართულობით ჭალის დასახლებაში მოეწყო. აქცია პროექტის "ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში მოეწყო.

პროექტის ავტორთა თქმით, აქტივობის მიზანს ქალაქის დასუფთავებაში მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენდა.

„საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ორგანიზებით „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. კამპანიაში მსოფლიოს 130 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო. მიმდინარე წლის კამპანიის გზავნილია - „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო