„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ბათუმში, საკრებულოს შეთანხმებული, ოპოზიციური თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს

ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის მოკავშირე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა დამარცხდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ბათუმში აჭარის გუნდის წარდგენისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის განვითარების მოდელი, რომელიც ივანიშვილმა შემოგვთავაზა, შეუთავსებელია საქართველოს მომავალთან.

„აქ ისეთი გუნდი არის შეკრებილი აჭარიდან, „ევროპული საქართველოს“ გუნდი, ვინც დიდი ხანია ხედავს იმ საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, გავრისკავ და ვიტყვი, რომ თქვენ, მეც კი ყოველდღიურად ახალი განცვიფრება გვაქვს თუ რა სწრაფად იზრდება ის ზიანი და ის საფრთხე, რომელსაც ეს ხელისუფლება უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, არა მარტო ამ თაობას, პოლიტიკოსების ან მოქალაქეების, ვინც ახლა აქ ვართ, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენ შანსს, რომ შემდეგი ათწლეულები წინ წავიწიოთ და გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა.

ჩვენ ვნახეთ როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო აპარატი, იმის ნაცვლად რომ ებრძოდეს ქვეყნის გარე მტრებს, იცავდეს ქვეყნის შიგნით მოქალაქეებს ორგანიზებული დანაშაულისგან, კორუფციისგან, კრიმინალისგან, ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული, ძალაუფლების შენარჩუნება საზოგადოების ყველა შრის კონტროლით. მხოლოდ ეს ამოცანა აქვთ, უკანონო და ბინძური მეთოდებით და ის, ვინც საფრთხეა გარეთ, პუტინის რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის, მათი მოკავშირეა. ეს არის კატასტროფული ვითარება, იმავეს ვხედავთ ბიუროკრატიის ყველა დონეზე, ყველამ ვიცით, რომ საარჩევნო მანქანა აქვთ აწყობილი იმაზე, ხალხის შრომით გადახდილი გადასახადების ხარჯზე საკუთარი პოლიტიკური ნეპოტები დაასაქმონ და მერე არჩევნებზე გამოიყენონ. ეს მოდელი შემოგვთავაზა ივანიშვილმა, რომელიც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის მომავალთან, ამიტომ ვამბობთ, რომ აქ გვყავს გუნდი, რომელიც ნებისმიერი ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კარგი იქნებოდა, რომ მოსულიყო თვითმმართველობის სათავეში, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ოპოზიციური პარტიები ერთად, მიუხედავად იმისა რომ გვაქვს ბევრი განსხვავება რიგ საკითხებში.

ყველას გვესმის, რომ აუცილებელია ახლა ამ კაცის დამარცხება ამ არჩევნებზე და მერე აუცილებელია ერთად დიდი ცვლილების მოხდენა. ჩვენ არ ვართ ის გუნდი ვისთვისაც მხოლოდ ივანიშვილის დამარცხებაა მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა მოხდება მერე. ამიტომ მიხარია, რომ ამ ნიაღვარს ცილისწამების, უიმედობის დანერგვის, რომ სიტყვას ფასი არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ „ევროპული საქართველო“ ვუპირისპირებთ იმ გუნდს, რომელიც ჩემთვის მაგალითია სამოქალაქო შეგნების, პატრიოტიზმის, საღი აზრისა და კომპეტენტურობის. მიხარია, რომ გუნდს სათავეში უდგას ვახტანგ კალოიანი. ადამიანი, რომელიც ყველამ გაიცნო ამ გაჭირვების ჟამს, პანდემიისას, რომელიც ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც მაგალითია იმისა თუ როგორი საჯარო მოხელეები გვჭირდება, რომელთაც ქვეყნის და ხალხის ინტერესი აქვთ და არა ძალაუფლების ჩაბღაუჭების. ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლის მხარდაჭერაც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა ბოლომდე იქნას მიყვანილი.

„2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ჩვენი ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი როგორმე ყველამ ერთად უნდა შემოვატრიალოთ. 2 ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია და ასევე სჭირდება „ქართული ოცნების“ პირობებში საერთაშორისო მხარდაჭერა, ორივე ამ საკითხში, ოპოზიციური პარტიების კოორდინაციასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში „ევროპულ საქართველოს“ აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მთავარი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასავლურ პარტიებს შორის კოორდინაციასაც და ასევე უზრუნველყოფენ დასავლელი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებასაც, არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიტანოთ ამბავი, რომ „ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლის მხარდაჭერაც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის თუ გვინდა, რომ ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და თითოეული თქვენგანის როლი არის შეუცვლელი და წარმოუდგენლად უნიკალური, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ვინც თითოეულ ოჯახთან უნდა მივიდეს და ჩვენი პარტიის სათქმელი მიიტანოს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები „არის არჩევანი ჩვენს დასავლური გზასა და რეგრესს შორის“.

„დიდი მადლობა მეგობრებო ბრძოლისთვის, სიმტკიცისთვის, შეგნებისთვის. თქვენ წლების განმავლობაში ხართ ავანგარდში ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ 2 ოქტომბერს გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან ბევრი სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა ასევე ეს არის არჩევნები იმ ათობით დაღუპული ადამიანისა, რომელიც ჩვენ დავკარგეთ პანდემიის დროს. ეს არის ლექსო ლაშქარავას არჩევნები, ეს არის არჩევანი ჩვენს დასავლური გზისა და რეგრესს შორის, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მივდივართ დასავლეთისკენ, მივდივართ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისკენ, მივდივართ განვითარებისკენ, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისკენ თუ ჩვენ ვრჩებით ჭაობში და მივდივართ იქ სადაც ვიყავით ძალიან ბევრი ათეული წლის წინ. ამაში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, ჩვენი მოქალაქეების როლი არის განსაკუთრებული, ჩვენი როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულება რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი დავიცვათ. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ის კოორდინაცია, რაც შედგა ბათუმში, უპრეცედენტო, რომელიც არ ყოფილა აქამდე, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას. არ მივცემთ რეჟიმს უფლებას, რომ წაგვართვას მომავალი“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონის გუნდი ასე გამოიყურება:

ხულო - თენგიზ ქედელიძე, კახა დეკანაძე, ირემაძე როინ, ცეცხლაძე გენადი;

ხელვაჩაური - ლევან ლორთქიფანიძე, ედნარ ფუტკარაძე;

ქობულეთი - გიორგი ცინარიძე მაჟორიტარობის კანდიდატი, თემურ ხალვაში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი;

ქედა - იზო ბარამიძე;

შუახევი - მირზა თურმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება