„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდნენ. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გურიაში მოსახლეობას გათავისებული აქვს „რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნისთვის“.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან გურიაში, ოზურგეთში. გარდა იმისა, რომ გუნდი გვყავს ძალიან ძლიერი, აქ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც მოქალაქეები პოლიტიკით ინტერესდებოდნენ ყოველთვის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ იმ საფრთხეს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ესმით ჩვენზე უკეთაც კი, რომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინ წარმოადგენს ხალხს თვითმმართველობაში, მაგრამ ეს ბევრად უფრო მეტია ახლა, ვიდრე თვითმმართველობაც კი - ამ განწყობით არიან. მჯერა, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან ახლა, იქნებიან მთავარი გზავნილის მიმტანები ყველა სხვა მოქალაქესთან, თუ რატომ არის ჩვენს ხელში ჩვენი ბედი და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად, რასაც ამ არჩევნებზე მისვლა სჭირდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით კი, 2 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებია, არამედ რეფერენდუმი, სადაც საქართველოს ბედი წყდება.

„2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, ყველამ მინდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება საქართველოს ევროპული მომავალი ანუ საქართველოს ბედი. თუ კიდევ დარჩა საქართველო რუსულ ორბიტაზე, ეს არის ჩვენი დაღუპვა, ისევ საბჭოურ ჭაობში ყოფნა, რომლის გადარჩენა და გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი გზა, გადავიდეთ უნდა თავისუფალ რელსებზე, თავისუფალ განვითარების გზაზე, რისთვის „ევროპული საქართველო“ და დასავლური ოპოზიციური სპექტრი არის მოწოდებული“, - განაცხადა მიხეილ გოგოტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს