ზუგდიდში ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ

ზუგდიდში, „ვექტორის“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

„ჩვენ ინტენსიურად ვხურავთ იმ კომპაქტურ შენობებს, სადაც უმძიმესი პირობებია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. დეტალურ შესწავლას ოქტომბრის თვიდან დავიწყებთ და დევნილი მოსახლეობის განსახლების პროგრამა აქტიურად დაიწყება“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ცნობით, 2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1700 ბინის აშენება დევნილებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს