დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ სექტემბრის თვეში მომხმარებლებს კონკრეტულ პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს.

„სექტემბრის ტოპ შეთავაზების“ ფარგლებში ჰიპერმარკეტში მისულ ყველა მომხმარებელს სარემონტო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკის ნივთებზე დიდი ფასდაკლება ელოდებათ. მაგალითად, „არისტონის“ ფირმის გათბობის ქვაბის ფასი 2280 ლარის ნაცვლად 1799 ლარი იქნება, კერამო გრანიტის - 22 ლარის ნაცვლად 17.9 ლარი, სანათის შეძენას კი 35 ლარის ნაცვლად 29 ლარად შეძლებთ.

აღნიშნული აქცია 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მომხმარებელს საშუალება ექნება შერჩეულ პროდუქციაზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლოს.

„მიჰაუსი“ უკვე წელიწადზე მეტია ქართველ მომხმარებელს ხარისხიან სამშენებლობლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს. 12 000 კვ.მ. ფართობის ჰიპერმარკეტი ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნის.

„მიჰაუსში“ წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალები: ელექტროობა, სანტექნიკა, განათება, აბაზანის მოწყობილობები, კერამიკული ფილები, კარები, იატაკის საფარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ლაქ-საღებავები და ა. შ.

ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც ამერიკული, ისე ევროპული და აზიური წარმოების პროდუქცია, რაც მომხმარებლისთვის დიდ არჩევანსა და ხარისხის გარანტიას უზრუნველყოფს.

(R)

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო