ბერმონაზონი დანიელი მეუფე სტეფანეზე - ჩემზე, რომ ამბობს, განკვეთილია და ბერის სტატუსი არა აქვსო, ღვთის წინაშე მას არ აქვს არანაირი სტატუსი

სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეკლესიიდან განკვეთა, ბრძანებას არ ცნობენ.

მათი ნაწილი ამბობს, რომ მეუფეს ამის უფლება არ ჰქონდა და აღნიშნულ ბრძანებას არანაირი ძალა არა აქვს. განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მათ მეუფესთან ლეგიტიმური კითხვები ჰქონდათ, რადგან მათი მტკიცებით, ჩანაწერებში მიტროპოლიტ სტეფანეც ფიგურირებს და მას ახალგაზრდა ქალთან სექსუალურ ურთიერთობა აქვს.

ისინი მოსახლეობას და სამღვდელოებას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

"ჩემზე, რომ ამბობ განკვეთილია და ბერის სტატუსი არა აქვსო, ღვთის წინაშე მას არ აქვს არანაირი სტატუსი, აი ბერის სტატუსით არა აქვს. ბატონ სტეფანეს მოვახსენებ, რომ თავისი ფეხით წავიდეს, სანამ სხვა ეტყვის - წადი. კანონმდებლობით დავხვდები, მე ჩემი იურისტები მყავს. ბერის განკვეთა არანაირად არ შეიძლება. მე არა მაქვს ისეთი დანაშაული. ამ შემთხვევაში კითხვები დავუსვი, ძალოვანმა სტრუქტურებმა მას ფაილები ამოუგდეს. რა შუაში ვარ მე, ვალდებული ვიყავი, როგორც ბერი დამესვა კითხვები. მას ბავშვთან აქვს ურთიერთობა, ბავშვების გამო მივედი სკოლაში რომ შევახსენო, არანაირი ზნეობრივი უფლება არა აქვს ბავშვებთან ითანამშრომლოს. მე მოვუწოდებ მარტვილის მოსახლეობას, მარტვილის სამღვდელოებას, ცაგერის სამღვდელოებას და მოსახლეობას იცოდნენ, რომ ბინძური ადამიანი დადის სტეფანეს სახით, ამ ორ ეპარქიაში",- განაცხადა ბერმონაზონმა დანიელმა, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, ეკლესიიდან განკვეთილია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა