ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მან მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, უმუშევრობაზე, მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანზორ მელიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპაციას, რუსეთის აგრესიას და საქართველოს დასავლური გზის მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს ანზორ მელიამ ამომრჩევლებს დარჩელის მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარუდგინა.

„ახლა ვდგავარ ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვიხსენებ იმ არჩევნებს, როცა მთელი ქართველი ერი ერთ მუშტად იყო შეკრული და ამან გამოიღო დიდი შედეგი, მაგრამ, ვაი, რომ ჩვენს მტრებს არ ეძინათ და დაამხეს ჩვენი პატრიოტი პრეზიდენტის ხელისუფლება.

ყველა უნდა ჩავდგეთ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ უკვე დაუფარავად გვექაჩებიან რუსეთისკენ. ამიტომ, მე გადავწყვიტე, ჩემს შვილთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე დავდგე და ჩემს ხალხს ვუთხრა: თქვენ არა ხართ ღირსნი, იცხოვროთ ასეთ გაჭირვებაში.

მე აქ არ ჩამოვსულვარ არც სიმდიდრის დასაგროვებლად, არც სახლების საყიდლად, მე ჩამოვედი, რომ თქვენ გემსახუროთ“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო