ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული კომპლექსი აერთიანებს როგორც წყლის მიმართულებებს, ისე სპორტის სხვადასხვა სექციებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სპორტკომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი როგორც ამ უბნისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. ეს ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავდნენ. ვთვლი, რომ ამ ობიექტის გახსნის შემდეგ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჩართულობა გვექნება“ , – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში აშენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზები, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

მათივე ინფორმაციით, გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 11.3 მილიონი ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა