ანა დოლიძემ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს თუ რუსთავის საკრებულო აბლაბუდების ქსელებით მოცული ორგანოა, სადაც თითქმის არაფერი არ კეთდება, ამ ახალგაზრდების პირობებში, სალომე წერეთლის ლიდერობით, რუსთავის საკრებულო იქნება ადგილი, სადაც ყოველ კვირას იქნება ცხარე მსჯელობა, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

ანა დოლიძემ მოსახლეობას „მდიდარი და წარმატებული რუსთავის“ ხედვა გააცნო.

"ჩვენი პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ რუსთავის გუნდი არის იმ ახალგაზრდების საუკეთესო გუნდი, რომელსაც ყველაფერი აქვს - თავდადება, საქმის და რუსთავის სიყვარული, იმის შესაძლებლობა, რომ იყვენენ რუსთაველების ინტერესების დამცველები. დღეს თუ რუსთავის საკრებულო არის აბლაბუდების ქსელებით მოცული ორგანო, სადაც თითქმის არაფერი არ კეთდება, ამ ახალგაზრდების პირობებში, სალომე წერეთლის ლიდერობით, რუსთავის საკრებულო იქნება ადგილი, სადაც ყოველ კვირას იქნება ცხარე მსჯელობა, როგორი უნდა იყოს რუსთავი. ამ ხალხს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ყველა რუსთაველის ხმა ისმოდეს საკრებულოში", - განცხადა ანა დოლიძემ.

როგორც რუსთავის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა სალომე წერეთელმა წარდგენისას აღნიშნა, ანა დოლიძის გუნდი იქნება თითოეული რუსთაველის ხმა საკრებულოში.

„ამ გუნდში ვართ ადამიანები, რომლებიც ვცხოვრობთ იმ პრობლემებში და იმ გამოწვევებში, რაშიც ცხოვრობს თითოეული რუსთაველი. ჩვენი პოლიტიკოსები არასდროს ტოვებენ კაბინეტებს და ამიტომ არ ესმით ჩვენი პრობლემების. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ანა დოლიძის გუნდთან გაერთიანება, რომ რუსთავში ჩემნაირ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, გვქონდეს მომავალი და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობები. ჩვენ არ მოვდივართ ფუჭი დაპირებებით, რადგან რუსთაველები საკმარისად ბევრ დაპირებას ვისმინეთ. ჩვენ მოვდივართ მიზნებით და ეს მიზანია ის, რომ დღეს რუსთავში და მომავალშიც აღარ წყვეტდნენ არაკომპეტენტური და კორუფციული ადამიანები ჩვენ მომავალს და ჩვენი ქალაქის ბედს. ჩვენ გვინდა შევიდეთ საკრებულოში იმისთვის, რომ ვიყოთ თითოეული რუსთაველის ხმა," - აღნიშნა სალომე წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა