კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომელთა დედაც ასევე ვირუსს ემსხვერპლა, გარდაიცვალნენ

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ჩვილებს პნევმონია ჰქონდათ.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, - განაცხადა “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა.

ტყუპების დედა, 47 წლის ქალი კორონავირუსით აგვისტოში გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს