„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის გუნდი წარადგინეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის გუნდი წარადგინეს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ რეგიონალურმა მდივანმა, ლაშა დამენიამ ახალციხის და ახალქალაქის მერობის კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი და არსენ კარაპეტიანი წარადგინა, ხოლო ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატებად ბაქარ შირაძე და ფრიდონ ლონდარიძე დაასახელა.

მათი ინფორმაციით, კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრეს და მათ აქტივობისკენ მოუწოდეს.

„რაც არ უნდა იძახოს "ქართულმა ოცნებამ”, რომ არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, გარწმუნებთ, მას მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება როგორც კი ამის გარემოება დადგება. ჩვენ, “ევროპული საქართველო” არ ვართ იოლი პარტია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ხალხს იმას კი არ ვეუბნებით, რაც იმ წუთს ესიამოვნებათ, არამედ იმას, რაც სწორი გვგონია, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ მომენტში მოიწონებს ამას თუ არა საზოგადოება. ჩვენი ქვეყნის განვითარება მხოლოდ სურვილზე კი არა, არამედ სწორი გზით სიარულზეა პირველ რიგში დამოკიდებული. თითოეულ თქვენთაგანს გეკისრებათ მნიშვნელოვანი როლი, რათა “ევროპული საქართველოს” პოზიციები მიიტანოთ სწორად მოსახლეობამდე და ჩვენი პოზიციების სიმართლე დაუმტკიცოთ თითოეულ მოქალაქეს. “ევროპული საქართველოს” ლიდერები არიან ის ლიდერები, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მიიყვანონ ბოლომდე", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ევროპული საქართველოს“ გუნდი სამცხე-ჯავახეთში ასე გამოიყურება:

ახალციხე:

ზურა სადათიერაშვილი - მერობის კანდიდატი

მარინე სუდაძე - მაჟორიტარობის კანდიდატი,

ალექსანდრე ლომსაძე - მაჟორიტარობის კანდიდატი,

ბადრი სიმონიძე - კლდის მაჟორიტარობის კანდიდატე,

ტარიელ ტაბატაძე - ანდრიაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი,

მანანა ხითარიშვილი -ვალეს მაჟორიტარობის კანდიდატი,

ირმა გვირჯიშვილი- ურაველის მაჟორიტარობის კანდიდატი,

რომან გვირჯიშვილი - აწყურის მაჟორიტარობის კანდიდატი,

დავით ჩილინგარაშვილი - სხვილისის მაჟორიტარობის კანდიდატი

ბორჯომი:

ბაქარ შირაძე - ბაკურიანის მაჟორიტარობის კანდიდატი- სიის პირველი ნომერი

მამუკა ფერაძე

პროპორციული სია:

გიორგი ღონღაძე

ლაშა ბირკაია

გოგა ებრალიძე

თამუნა ფერაძე

მალხაზ ციყელაშვილი

გულნარა ჩოფლიანი

ასპინძა:

ფრიდონ ლონდარიძე - სიის პირველი ნომერი

თეიმურაზ გოგიშვილი - იდუმალას მაჟორიტარობის კანდიდატი

ბესიკ მელიქიძე - ტოლოშის მაჟორიტარობის კანდიდატი

ვასილ ხითარაშვილი - ხიზაბავრას მაჟორიტარობის კანდიდატი

ახალქალაქი:

არსენ კარაპეტიანი - მერობის კანდიდატი

მაჟორიტარები:

ჰარუთიუნ ალექსანიანი - კოჩიო - კოთელიის თემი

ჯონი ხოზრევანიძე - დილისკა- ჩუნჩხა - პტენას თემი

გაგიკ ალბერტიან - ალასტანის და ტურცხის თემი

სურენ ხაჩატურიან- ხავეთის თემი

რუსლან ირიციან - აზავრეთის თემი

რუდიკ ჩივჩიან - ხულგუმოს თემი

ტიგრან კარაპეტიან - ბარალეთის თემი

კარენ პოღოსიან - კარწახის სულდათის თემი

აკაკი ნათენაძე - ოკამი გოგაშენის თემი

პარტიული სიის წევრები:

აბრაჰამ კარაპეტიანი

რემიკ პოღოსიანი

არშაკ პეტროსიანი

ნინოწმინდა

არმენ პოდოდღლიანი -სიის პირველი ნომერი

მაჟორიტარები:

არაიკ ბდოიანი

კარლიკ მკრტჩიანი

ელეონორა ესოიან

სლავიკ ვარჟაპეტიან

მანუკ კარაგოზიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა