აჭარაში საერთო ჯამში 193 924 აცრა ჩატარდა

აჭარაში საერთო ჯამში 193 924 აცრა ჩატარდა

აჭარაში საერთო ჯამში 193 924 აცრა ჩატარდა, ორი დოზით აცრილია 82 159 ადამიანი.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო კრიტიკულად მძიმედ მართვის სუნთქვაზე 19 პაციენტი იმყოფება. გასული 24 საათის განმავლობაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ კლინიკაში 543, კოვიდ სასტუმროში 278 და ონლაინ კლინიკაში 1274 პაციენტი იმყოფება.