აჭარაში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან პალმის რტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ "ფანტასტიკაში პალმის რტო თორნიკე რიჟვაძეს გადაეცემა"

„პალმის რტო ფანტასტიკაში თორნიკე რიჟვაძეს გადაეცემა", - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სიმბოლურად პალმის რტოები მიიტანეს.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, აჭარაში მთავარი პროექტები არ განხორციელებულა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი აქცია-პერფორმანსით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც ზღვაში ხელოვნური პალმის ფორმის კუნძულის გაკეთებას შეეხება.

აქციის მონაწილეების თქმით, თორნიკე რიჟვაძემ ქალაქში უკანონო მშენებლობები უნდა შეაჩეროს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე იზრუნოს.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა