ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ

ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ

ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო სამი წელია ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან და მთავრობას ბანკებთან შუამავლობას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ საცხოვრებელი სახლები დაკარგონ.

„როგორც ჩანს ხმელეთზე მოგვარდა პრობლემები და თორნიკე რიჟვაძე ზღვაში იწყებს პალმების მშენებლობას. მოგვაქციოს ყურადღება, შეგვხვდეს და ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინოს",- აცხადებენ შეკრებილები.