ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლომ კვირაში ერთხელ გასამართ სხდომებს კიდევ ერთი დღეც დაუმატა. ჯაფარიძის თქმით, ეს მათთვის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშემშლელი იქნება, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობას დააყენებენ დამატებითი სხდომების გადადებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაპირებთ მოსამართლეს ვუთხრათ, რომ აუცილებელია დამატებით ჩანიშნული პროცესები გადაიდოს, რათა ჩვენ შევძლოთ ამ ვითარებაში არჩევნებამდე დარჩენილი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ კამპანიისათვის, რათა ხელი არ შეგვეშალოს ჩვენ თანამოქალაქეებთან შეხვედრაში, რათა წინასაარჩევნო გეგმა განვახორციელოთ. ჩვენ გვინდა დავესწროთ ამ პროცესებს, შეიძლება გვითხრან, რომ აუცილებელი არ არის ეს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დავესწროთ. მოსამართლეს ვთხოვთ, დამატებითი სხდომები გადაიდოს და არჩევნების შემდეგ ჩატარდეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

იხილეთ ვიდეო:მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ