თინა ბოკუჩავას განცხადებით, მან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც მას ეხებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც მას ეხებოდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბოკუჩავამ აღნიშნა, ის თავს დაზარალებულად მიიჩნევს, თუმცა, იმის იმედი, რომ გამოძიება დამკვეთებს გამოავლენს, არ აქვს.

"ძირითადად ავთენტურობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. მოგეხსენებათ, როგორც პარლამენტის წევრს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს უფლებას, რომ წყარო არ გავამჟღავნო, ვინც აღნიშნული ამონარიდი მომაწოდა. აღნიშნული ამონარიდი, ავთენტურობა დავადასტურე, რაც მაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა, თავს ვგრძნობ დაზარალებულად და მოვითხოვ გამოძიებას. ამ გამოძიების იმედი ძალიან რთულია, რომ ქონდეს ადამიანს, რომელსაც ივანიშვილი იყენებს დევნის ინსტრუმენტად. ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ აღნიშნული გამოძიება გავიდეს დამკვეთებზე და შემსრულებლებზე. ჟურნალისტებისთვისაც კი არის ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფიგურირებდა ამ მოსმენებში, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ყურსასმენით იჯდა მოსმენის აპარატურასთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს დამკვეთი, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ამ ქვეყნის მბრძანებელი ივანიშვილი",- განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო:თინა ბოკუჩავამ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც მას ეხებოდა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს