ქარელის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

ქარელის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 49 წლის კახაბერ ელისაშვილის ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ.

„კორონავიუსით იყო ინფიცირებული და ქარელის კლინიკაში 12 სექტემბერს მოათავსეს, რამდენჯერმე ტელეფონზეც ველაპარაკეთ. როგორც გავიგეთ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ უნდოდა, ნემსები გაუკეთეს, დააძინეს და ისე გადაიყვანეს. 16-ში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზად პირდაპირ ვასახელებთ ექიმების ბრალეულობას და არასათანადო მკურნალობას“, - აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

კახაბერ ელისაშვილის ახლობლების ამ განცხადებას სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს ქარელის კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი ზაქარია მეყანწიშვილი. მეყანწიშვილის თქმით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და პარალელურად, იგი ჭარბწონიანი იყო, რამაც მდგომარეობის დამძიმებას ხელი შეუწყო.

„აღნიშნული პაციენტი სტაციონარში მოთავსდა 12 სექტემბერს. კორონავირუსული ინფექციის ფონზე, აღენიშნებოდა ფილტვების დაახლოებით 34%-იანი დაზიანება. პარალელურად, პაციენტი გახლდათ ჭარბწონიანი. უტარდებოდა ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. რამდენიმე დღეში, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 16 სექტემბერს მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაციონარიზაცია მოხდა დაგვიანებით, ინფიცირებიდან დაახლოებით 8-9 დღის შემდეგ, თავდაპირველად დაფიქსირდა ფილტვების დაზიანების 8 ბალი, მაგრამ დაავადება ძალზე სწრაფად პროგრესირებდა და პაციენტი კლინიკაში შემოყვანისთანავე ჟანგბადდამოკიდებული იყო. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის მიმართ სამედიცინო პერსონალი იჩენდა განსაკუთრებულ ყურდღებას და ყველა საჭირო მკურნალობა დროულად უტარდებოდა“, - განაცხადა ქარელის კლინიკის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო