„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს

„უმალი“ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში.

ცოტა ხნის წინ კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ შეიძინა „უმალის“ წილი და განვითარების ცვლილებები დაიწყო კომპანიაში.

როგორც ცნობილია, „უმალს“ ამ დროისთვის საწარმოო სიმძლავრეების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. კომპანიას გაცილებით მეტი დასახელების პროდუქტის წარმოების პოტენციალი აქვს.

„ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლა გვაქვს დასახული, რაც ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს სამაცივრე სიმძლავრეები უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ, თევზის თვითღირებულება შევამციროთ და მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხარისხიანი პროდუქტი ხელმისაწვდომი.“ - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ თევზის მოხმარება ყოველწლიურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების და მისი ზრდის ტემპი აღემატება მოსახლეობის ზრდის ტემპს. პროგნოზით, საქართველოში, 2031 წელს თევზის ბაზარი 110-115 მლნ. აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 150%-იანი ზრდაა. (წყარო: Euromonitor)

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა