კომიტეტმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.

ჯაბა ფუტკარაძე კანონმდებლების წინაშე აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგა.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, განსაკუთრებული აქცენტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებზე გაკეთდა. მომხსენებლის განმარტებით, კოვიდვითარების გამო, ვერ განხორციელდა რიგი ღონისძიებები, თუმცა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი არც ერთი პროექტი და პროგრამა არ შეჩერებულა, მათ შორის სკოლებისა და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აღჭურვა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელმა 89 % შეადგინა.

მათივე ცნობით, კითხვა-პასუხის დასრულების შემდგომ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა