აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძირითადი მოხსენებით სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა. საბიუჯეტო პარამატრების წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, რეგიონში არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა საანგარიშო პერიოდში 90 %-იან ნიშნულს გადააჭარბა.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს მთავრობის საკანონდებლო ინიციატივა „აკვაკულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს