აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელად ტრენინგები მიმდინარეობს

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.

04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელად ტრენინგები მიმდინარეობს

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ