ნინო ნიჟარაძე - აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირიდან, სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით, პარალელურად, სადაც ვაქცინაცია ვერ ჩატარდება, სოფლის ექიმის მიერ, იმუნიზაციას გამსვლელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.

სოფლად კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

,,აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უახლოეს თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩაიტაროს ვაქცინაცია. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, გასვლითი ბრიგადების საშუალებით იცრებოდნენ სოფლად მოსახლეობა, თუმცა მიმდინარე კვირიდან ამბულატორიებში, თითქმის 60-ვე უბანზე ხდება ვაქცინაციის პროცესის დაწყება, გარდა ერთი-ორი დეფიციტური უბნისა, სადაც გასვლითი ბრიგადა გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, იყვნენ პირველ რიგში აცრილნი“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო