რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის  ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, სპორტსმენები, ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ოთარ ხმელიძეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

,,როდესაც ვსაუბრობთ კალათბურთზე, რუსთავში კალათბურთი ასოცირდება ოთარ ხმელიძესთან. ის არის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელმაც რუსთავში შექმნა კალათბურთის სამყარო, ადამიანი რომელმაც ბევრი თაობა აღზარდა, აღზარდა არა მხოლოდო კალათბურთელებად და სპორტსმენებად, არამედ კარგ ადამიანებად”, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, ის რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით. ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა