ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა, რასაც კახა კალაძემ რეპლიკით - "სულ კარგად ბრძანდებოდეთ" უპასუხა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები ​ პროტესტის ნიშნად დატოვა.

დებატებში, სადაც დედაქალაქის მერობის 16 კანდიდატია წარმოდგენილი, ნიკა მელიამ თბილისის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი უწოდა.

სტუდიის დატოვების მიზეზად მელიამ დაასახელა ის, რომ ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა „მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს“.

ამასთან, მაშინ, როდესაც მელია მიმართავდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგინა ფოტო, რომელზეც დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ადამიანი იყო გამოსახული.

„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, მაგრამ სიმართლეს გეტყვით- მოვედი აქ, პირველ რიგი, იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანია, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, აი, ამას სჩადის. დღეს დმანისში, ყველამ კარგად ვიცით რა გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა“, - განაცხადა მელიამ.

მაშინ, როდესაც ნიკა მელია დებატების სტუდიას ტოვებდა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რეპლიკის სახით მელიას უთხრა, რომ სტუდიიდან ისე გავიდეს, რომ მიკროფონი დატოვოს.

„სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიდი, მიდი. მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა, რასაც კახა კალაძემ რეპლიკით - "სულ კარგად ბრძანდებოდეთ" უპასუხა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები ​ პროტესტის ნიშნად დატოვა.

დებატებში, სადაც დედაქალაქის მერობის 16 კანდიდატია წარმოდგენილი, ნიკა მელიამ თბილისის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი უწოდა.

სტუდიის დატოვების მიზეზად მელიამ დაასახელა ის, რომ ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა „მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს“.

ამასთან, მაშინ, როდესაც მელია მიმართავდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგინა ფოტო, რომელზეც დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ადამიანი იყო გამოსახული.

„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, მაგრამ სიმართლეს გეტყვით- მოვედი აქ, პირველ რიგი, იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანია, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, აი, ამას სჩადის. დღეს დმანისში, ყველამ კარგად ვიცით რა გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა“, - განაცხადა მელიამ.

მაშინ, როდესაც ნიკა მელია დებატების სტუდიას ტოვებდა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რეპლიკის სახით მელიას უთხრა, რომ სტუდიიდან ისე გავიდეს, რომ მიკროფონი დატოვოს.

„სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიდი, მიდი. მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია