ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე ხმაური იყო

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე ხმაური იყო

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე ხმაური იყო. სტამბის ყოფილ შენობაში მცხოვრებლებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

მათი განცხადებით, შენობა, სადაც ცხოვრებენ, ავარიულია და გადახურვასა და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას 2013 წლიდან ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

,,წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. შენობა ავარიულია, გვაწვიმს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსაწესრიგებელია სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები. ნაწილი ჩვენი სახსრებით შევაკეთეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა, ხიდ-ბოგირები მშენებარე ფირმამ მოანგრია. სანამ ხელისუფლების მხრიდან გარანტიებს არ მივიღებთ, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება, გზის რეაბილიტაციის საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე მშენებარე კომპანიამ პოლიცია გამოიძახა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

აქციის მონაწილეები ადგილზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის მისვლასაც ითხოვდნენ.

შეკრებილებთან მერის მოადგილე ზაქრო გვრიტიშვილი მივიდა, მაგრამ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრებლები პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს