ზუგდიდის მერია - ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი გაეცნენ.

„ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კოსტავას ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოქალაქეები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. მათივე ინფორმაციით, იწყება 20-მდე გზის რეაბილიტაცია, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კოსტავას ქუჩის გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო