ბათუმში უხვი ნალექის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად უწყებაში 250-მდე ზარი შევიდა. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბათუმში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა.

„სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შემოვიდა. მერიის ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა. საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა.

24 - საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს