ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ხალასა და სოფელ დაგვაში. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი გზის სავალ ნაწილზე არის ჩამოწოლილი.

როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხდებს, სტიქიის ზონაში მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და მომხდარს სწავლობენ. მისივე ინფორმაციით, დამეწყრილი ტერიტორიებიდან, ჯერჯერობით ოჯახების გაყვანა არ იგეგმება.

„ძლიერი წვიმის გამო, მეწყერი ჩამოწვა სოფლებში: კვირიკე, დაგვა, ლეღვა, ბობოყვათი, ციხისძირი, ხალა, ხუცუბანსა და ჩაისუბანში. მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების შესწავლა, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოებიც",- აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

მოსახლეობის თქმით, უხვი ნალექის შედეგად დაბა ჩაქვში, დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა